პროექტი


პროექტის  სახელწოდება:   თვლის  სისტემები
პროექტის  მთავარი  იდეა:  მოზარდებმა  დაინახონ  ის   მათემატიკური   სიზუსტე  და პრაქტიკული  გამოყენება, რომელიც  ამ  მეცნიერებისთვისაა  დამახასიათბელი. 
პროექტის  აქტუალობა:  დაეხმაროს მოსწავლეებს 
●მათემტიკის სწავლებაში
●დაკვირვებისა  და  ხედვის  უნარის  წრთვნაში
● მოსაზრებებისა  და  გონებამახვილობის   განვითარებაში
●თეორიისა  და  პრაქტიკის  კავშირის   პრინციპის განხორციელებაში
●სავარჯიშოების  შესრულების  მრავალფეროვანი  ფორმების   გაცნობაში
პროექტის  მიზნები:  ხელი  შეუწყოს  მოსწავლეების
●აკადემიურ  და  სოციალურ  უნარების  განვითარებას
● ორგანიზაციული  უნარების  ჩამოყალიბებას
●თვითრეალიზაციას 
მონაწილეთა  ასაკი:   I   და  II  საფეხურის   მოსწავლეები.
ვადები, ხანგრძლივობა:   9  თვე
მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები,რაც  შეიძლება  შეიქმნას:
●პროექტის  მონაწილეები    პროექტის  მიმდინარეობისას  ჩაატარებენ  საინფორმაციო  და  საგანმანათლებლო ტიპის  შეხვედრებს,  სემინარებს  და  ტრენინგებს.
●შექმნიან  საქმიანობის ამსახველ  ვიდეო  მასალას   და  განათავსებენ  ვებ– გვერდზე
●აღმოჩენილი  ხარვეზების   გათვალისწინებით  დახვეწავენ  შეხვედრების  ფორმატს
პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:
●მაგნიტური  დაფა
●მარკერი
●ფოტოაპარატი
●პროექტორი
●კომპიუტერი(ინტერნეტი)
პროექტის  მსვლელობა:
ჩატარდება  მათემატიკური  საღამო.მომზადებულ   დარბაზში  გამოიკვეთება  რამდენიმე  ზონა, დაფა,  წამყვანი,  ჟიური,  გუნდები, მაყურებელი.  ჩატარდება  მათმატიკური  ჭიდილი  VII-VIII-IX  კლასის  მოსწავლეებს  შორის, თითოეულ  გუნდს  უნდა  გამოეყოს მაგიდა,რომლის  გარშემო   მოთავსდებიან გუნდის წევრები.შეხვედრას მსაჯობს 3 წევრისაგან  შემდგარი  ჟიური, რომელსაც  ირჩევენ  გუნდები.საღამო  მიჰყავს  მასწავლებელს,  რომელსაც  ევალება  კითხვების  მომზადება  და  კონკურსის  ჩატარება.თითოეული გუნდი წარმოადგენს  მის მიერ მოპოვებულ  ინფორმაციას  თვლის  სისტემების  შესახებ.   ჟიური  განიხილავს  და  შეაფასებს  გუნდებს  მათ   მიერ წარმოდგენილ  მასალის,  აგრეთვე  იმის  მიხედვით  თუ  როგორ  უპასუხებენ   ისინი  დასმული   შეკითხვებს  აღნიშნულ  საკითხთან  დაკავშირებით.
საგნებთან / საგნობრივ  ჯგუფებთან / ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:
●გამოცდილებების  გაზიარება
●ურთიერთთანამშრომლობა
●მოტივაციის  გაზრდა
●პროექტებზე   მუშაობის  გამოცდილება
პროექტის  ხელმძღვანელი:   ლენა  ლომსაძე
ხელმძღვანელის  ელ–ფოსტა:   len.lomsadze@gmail.com
პროექტის  ვებ–გვერდი: